გამოძიების თანახმად, დაკავებულებიდან ორი 17 წლისაა, ერთი კი 15 წლის. მათ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე „ჯი პი სი“-ს აფთიაქი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტი „ბავარიული გრილი“, ამავე ქუჩაზე მდებარე ტურისტული კომპანია „time 2 travel''-ის ოფისი და ნაფარეულის ქუჩაზე მდგარი „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა გაქურდეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს. ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.